ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

დონალდ ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის, სულ კი 1,8 მილიონზე მეტი ლეგალური მიგრანტისთვის სტატუსის გაუქმებას გეგმავს

ნახვები: 533 დონალდ ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის, სულ კი 1,8 მილიონზე მეტი ლეგალური მიგრანტისთვის სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს, - ინფორმაციას Reuters-ი საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ზომა, რომლის განხორციელებაც აპრილშია მოსალოდნელი, განსაცვიფრებელი შებრუნება იქნება იმ სტუმართმოყვარეობისგან, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელების მიმართ გამოიჩინა.

გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. Reuters-ის წყაროები განმარტავენ, რომ ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გაუუქმოს 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ.

Reuters-ი წერს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვის სტატუსი ჩამოერთმევათ, შესაძლოა დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურები დაემუქროთ.

გამოცემის ინფორმაციით, 240 000 უკრაინელის და 530 000 კუბელის, ჰაიტიელის, ნიკარაგუელისა და ვენესუელელის გარდა, ბაიდენის ჰუმანიტარული პროგრამები მოიცავს 70 000-ზე მეტ ავღანელს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა