ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

დონალდ ტრამპი - ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა ჩვენი ჯერია

ნახვები: 493 დონალდ ტრამპი - ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა ჩვენი ჯერია

სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ და ახლა ჩვენი ჯერია, დავიწყოთ მათი გამოყენება ამ ქვეყნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა და კანადა.

„ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში.

„2 აპრილს იწყება საპასუხო ტარიფები და რა ტარიფებსაც გვაკისრებენ სხვა ქვეყნებს, ჩვენც დავუწესებთ მათ. ეს ორმხრივია. რასაც დაგვიბეგრებენ, ჩვენც დავუბეგრავთ. თუ ისინი დაგვიწესებენ არაფულად ტარიფებს იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრების მიღმა დაგვტოვონ, ჩვენც დავაწესებთ არაფულად ბარიერებს იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ბაზრის მიღმა დავტოვოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს. „ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - დასძინა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა