ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

გერმანელი ექსპერტი - ჩანაწერი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი ავრცელებს, „მანიპულირებული არ არის"

ნახვები: 501 გერმანელი ექსპერტი - ჩანაწერი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი ავრცელებს, „მანიპულირებული არ არის"

[ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის] ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი! - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას გერმანელმა ექსპერტმა, ფრენკ მიულერიმ განაცხადა.

დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდა, მათ შორის გამოიკითხა გერმანელი ექსპერტი ფრენკ მიულერი. მისი თქმით, ჩანაწერი, რომელზეც მან ექსპერტიზა ჩაატარა, „არ იყო მანიპულირებული“. მისივე განმარტებით, ჩანაწერი ე.წ. სმარტფონით არის გაკეთებული.

გერმანელი ექსპერტის თქმით, დალუქულ მდგომარეობაში მიიღო საკვლევი ორი საგანი, ერთი იყო CD და მეორე - მეხსიერების ბარათი. ექსპერტის განმარტებით, მასალაზე ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საკვლევი ნივთები ინახებოდა დაცულ ადგილას.

ამის შემდგომ ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ უპასუხა ადვოკატის, ლევან მახარაშვილის შეკითხვას - აღენიშნება, თუ არა მონტაჟის კვალი ჩანაწერს?

„ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი. იმის გამოკვლევისთვის, რომ ჩანაწერი მონტაჟი არ არის, მრავალი ღონისძიება ჩატარდა. ანალიზისთვის ვიყენებთ იმ პროგრამებს, რაც არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანი არის სპექტრული ანალიზი. ამისთვის იყენებენ სპექტრ პროგრამას“, - განაცხადა ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ.

რაც შეეხება თავად ჩანაწერს, როგორც ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე მედიასთან განმარტა, არსებობდა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის ჩანაწერი, სადაც ის და ივანიშვილი სასესხო ურთიერთობებზე საუბრობენ.

ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განმარტა, რომ ის მონტაჟია, „სინამდვილეში კი მონტაჟზე საუბარია ზედმეტია“. როგორც მან აღნიშნა, ამის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი ექსპერტიზისთვის გერმანიაში გაეგზავნა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა „ფეისბუქ პოსტი“ გაავრცელა, სადაც წერს, რომ ქვეყანა იძულებით დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა