დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station

ეთერ თურაძე - გონივრული იქნება, თუ მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ - ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება

ნახვები: 478 ეთერ თურაძე - გონივრული იქნება, თუ მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ - ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება

სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ [მზია ამაღლობელს] გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება, - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას.

„სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება. 30 წელზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ ამ ქვეყანას არასოდეს ქალი სინდისის პატიმარი არ ჰყოლია და ეს არის ამ თვალსაზრისით ერთგვარი დამღა. ვფიქრობ, რომ დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას. მზია ამაღლობელის გათავისუფლებით, მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, პირიქით, ეს მათთვის პოზიტიური ამბავი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანურობის პრინციპებით იხელმძღვანელეს“, - განაცხადა თურაძემ და დასძინა, რომ „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი არის აბსურდული“.

ცნობისთვის, დღეს, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.

სასამართლო ასევე, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა