დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station

მარგუს ცაჰკნა - აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს

ნახვები: 483 მარგუს ცაჰკნა - აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დააპაუზოს უკრაინას სამხედრო დახმარება, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს.

„ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნულია მარგუს ცაჰკნას განცხადებაში.

მისი თქმით, ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარება წელს 25%-ით გაზარდოს და ასევე 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს ქვეყანას.

„ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება“, - აცხადებს ცაჰკნა.

მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი ვარიანტია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება.

„პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას, მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელშიც შეთავაზებულია გზები მკაფიო გადაწყვეტას გაყინული აქტივების გამოყენებისთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების მომდევნო ვადამდე, ივნისამდე უნდა მოხდეს. ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, ვაიძულოთ რუსეთი, დათმოს თავისი მიზნები და უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას მივაღწიოთ", - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა