დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს - ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს - ვერაფერი

ნახვები: 490 დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს - ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს - ვერაფერი

პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს, მათ მიიღეს ლამაზი, დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი - ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსებს მისცა, სანქციები იყო, უკრაინას კი - "ჯაველინები".

იცით, რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დავუწესე რუსეთზე - რუსეთზე. მე მათ ჯაველინები მივეცი. იცით ჯაველინები? თქვენ იცით, კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა, ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი.პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და ჯაველინები მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა