დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ ყოფილა დღე, როცა აშშ-ის მიმართ მადლიერება არ გვეგრძნო

ნახვები: 515 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ ყოფილა დღე, როცა აშშ-ის მიმართ მადლიერება არ გვეგრძნო

ჩვენ ვხედავთ ევროპის მკაფიო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ სურვილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ერთიანია მთავარ საკითხზე, რომ მშვიდობა რომ იყოს რეალური.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ეს არის მთელი ევროპის - მთელი კონტინენტის პოზიცია. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, თურქეთის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ესმის შეერთებული შტატების მნიშვნელობა და მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებული შტატებისგან მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასასრულამდე დიდი გზაა გასავლელი და რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„შეთანხმება უნდა იყოს სანდო, სამართლიანი და სტაბილური. ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, ძალიან კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს სტანსტედის აეროპორტში, გაერთიანებული სამეფოს დატოვებამდე.

მისი თქმით, უკრაინა დღეს არ საუბრობს რაიმე დათმობაზე, რადგან ეს არასწორი იქნება და რომ მას ესმის სიგნალები სხვადასხვა პარტნიორებისგან.

"უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად. ჩვენთვის ეს იქნება დროებითი ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლებები არ იყიდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსეთს მხრიდან სხვა აგრესიის განხორციელებას, ან, თუ ეს მოხდება, ის იხილავს ძლიერ პასუხს უკრაინისა და სხვებისგან.

„არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე, სანამ ხელმოწერები არ იქნება. ძალიან ბევრი რამ არის, რაზედაც ფიქრია საჭირო. დღეს პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ზეწოლა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო. ეს არის მადლიერება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის - ჩვენი გამძლეობა უკრაინაში ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ჩვენთვის - და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა გაუთავებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა