ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

დონალდ ტუსკი - პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს

ნახვები: 546 დონალდ ტუსკი - პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს

ნათელი უნდა იყოს, რომ პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო ალიანსზე, მაშინაც კი, თუ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ისეთივე პირდაპირი არ არის, როგორც ევროპის.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რადგან ეს საჭიროა, როგორც „დამატებითი სადაზღვევო პოლისი“.

„ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, - აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტუსკი ლონდონში იმყოფება, სადაც ის საერთაშორისო ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა