უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს სენატორებთან შეხვედრით დაიწყებს

28.02.2025 ნახვები: 471

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დღეს სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში ვაშინგტონის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის მოკლე განცხადებები გაკეთდება, ვაშინგტონის დროით დაახლოებით 13:00 საათზე (თბილისის დროით, 22:00 საათზე) აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე კი, ისინი ე.წ. წიაღისეულის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰადსონის ინსტიტუტს ეწვევა, შემდეგ კი უკრაინული თემის წარმომადგენლებს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა