ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

კირ სტარმერი დონალდ ტრამპს-უკრაინისადმი ბრიტანული მხარდაჭერა „ეს იყო საჩუქარი“

ნახვები: 398 კირ სტარმერი დონალდ ტრამპს-უკრაინისადმი ბრიტანული მხარდაჭერა „ეს იყო საჩუქარი“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი „დაძაბული“ გახდა, რადგან „ჩვენ გვინდოდა გვქონოდა ცოტა რამ, ის, რაც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ“.

„იცით, ისინი ფულს გასცემენ და იბრუნებენ ფულს. ჩვენ არ ვიღებთ ფულს უკან“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე საუბრისას, რა დროსაც კირ სტარმერმა სწრაფად შეუსწორა სიტყვა ტრამპს:

„ჩვენ ყველაფერს არ ვიბრუნებთ. ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი საჩუქარად გადაეცა. იყო გარკვეული სესხები, მაგრამ ძირითადად, ფაქტობრივად, ის იყო საჩუქრად გაცემული" , - უპასუხა სტარმერმა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ჰგავდა მომენტს, რომელიც კვირის დასაწყისში მოხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა შეესწორებინა ტრამპისთვის განცხადებები უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა