ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პეტრო პოროშენკო - ჩვენ არ ვაყენებთ ხელისუფლების, მათ შორის ზელენსკის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ

ნახვები: 545 პეტრო პოროშენკო - ჩვენ არ ვაყენებთ ხელისუფლების, მათ შორის ზელენსკის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ

უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ. ამის შესახებ უკრაინის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

“ამერიკელები ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ევროპელები - ევროპულებიდან. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ და ევროპულ ინტერესებშია.

არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება, თითქოს ვითომდა აუცილებელია უკრაინული ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის დამტკიცება პარლამენტში არჩევნებით.

ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიციაა - ჩვენ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ…

ჩვენი პრინციპული პოზიციაა - უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერი უნდა იყოს. ხოლო უკრაინის ძალას ერთიანობა უზრუნველყოფს - გარე და შიდა,” - განაცხადა პოროშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა