ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

"ოცნების" მშვიდობის ფასი სიკვდილია!

ნახვები: 521 "ოცნების" მშვიდობის ფასი სიკვდილია!
მოკლულია მცირეწლოვანი... დაიღუპნენ... დაიკარგნენ... მოკლეს... სულ რამდენი? რამდენი მოკლეს დაუდევრობით, გულგრილობით, უყურადღებობით? რამდენი - თქვით, თქვენი დამტირებლის დედაც ვატირე...ა, ჰო - ეს ციფრ-რიცხვებია არა? სტატისტიკაა? - წერს "ფეისბუქში" ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
 
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
 
"ოცნების" მშვიდობის ფასი სიკვდილია! 2008 წლის ომში 184 ადამიანი - ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა და 31 დაკარგულად ითვლება.
2015 წელს, თბილისში, სტიქიის დროს დაიღუპა - 19 ადამიანი, 2017 წელს - ბათუმი, სასტუმრო ლეოგრანდი - დაღუპულია 11 ადამიანი, 2018 წელი, ტყიბული, მინდელის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი, 2019 წელი - დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2021 წელს ბათუმში, სახლის ნგრევისას - 9 ადამიანია დაღუპული, 22 წელი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელი - შოვის ტრაგედიის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, 2024 წლის 7 თებერვალი, სოფელ ნერგეეთში მეწყერში დაიღუპა 9 ადამიანი; ეს რაც უცებ გამახსენდა - დაღუპული 96 ადამიანი.
რამდენი ადამიანი "მოკლეს" ქუთაისის ერთზოლიან შემოვლით გზაზე? მოკლეს ტყუილად არ დამიწერია...
ბაღდადში, ხანძარმა 4 ბავშვი იმსხვერპლა, ზუგდიდში - 2.... მოკლულია მცირეწლოვანი... დაიღუპნენ... დაიკარგნენ... მოკლეს... სულ რამდენი? რამდენი მოკლეს დაუდევრობით, გულგრილობით, უყურადღებობით? რამდენი - თქვით, თქვენი დამტირებლის დედაც ვატირე...ა, ჰო - ეს ციფრ-რიცხვებია არა? სტატისტიკაა?
რამდენი გააქციეს ქვეყნიდან, რამდენს მოაკვლევინეს თავი და კლავენ ახლაც - ფსიქოლოგიური ტერორით, შიმშილით, ფიზიკურად....
ეს არის ოცნების და მისი გულმხურვალე მხარდამჭერების მშვიდობა. რეალურად ეს არის სიძულვილისა და გამოუცხადებელი ომის ქრონიკა... ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ "ოცნების მშვიდობისთვის" გადახდილი ხარკის ფასი.
მაგრამ თქვენ რა გენაღვლებათ, თქვენ ხომ არ გემოსათ ძაძები (ჩემს
მაწყევარ-მაგინებლებსაც გაშოროთ ღმერთმა) და ფეხებზე გკიდიათ - თქვენი ბაბლი ჩამოგაწერთ ნებისმიერ სიკვდილს. მით უფრო - პირველ დავალებად ამას არ იძლევით - დაადგინეთ ნაცი ხომ არ არის?
ჰო და "მომხრეები" კი არა მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც "ოცნების" ეს ომი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობა გგონიათ.
დღეს - ახლა? ახლა რას ველოდოთ, თქვენი უნიათობის გამო, რამდეც დამარხავთ თოვლში?
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა