ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

ნახვები: 443 თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

 

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო.

 

Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

 

"მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მოსმახურება კიდევ ერთხელ აღიარეს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი მაღალშემოსავლიანი მომხარებლებისთვის, სანდო პარტნიორები ვართ და მათ შეუფერხებელ მომსახურებას, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები მათი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთიან მიდგომას ელიან, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მათი კაპიტალის გონივრულ მართვას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, სრულ თანხვედრაში ვიყოთ აღნიშნულ ტენდენციებთან და ამ ტენდენციების შესაბამისი მომსახურება და პროდუქტები შევქმანთ თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მიმართულებებით“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

“სრულყოფილი პერსონალური ბანკინგი დღევანდელ დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის აერთიანებს როგორც სტრატეგიულ ხედვას, ასევე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების სწორად გააზრებას. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებით ართმევენ თავს მომხმარებლების ფინანსურ გამოწვევებს, არამედ მუდმივად ცვალებად გარემოში, ინოვაციური შესაძლებლობებით პასუხობენ მათ საჭიროებებს”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

 

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, გამარჯვებულები მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი აპლიკაციების, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გამოავლინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა