უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას

25.02.2025 ნახვები: 464

ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

კერძოდ, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.

„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა მიზანმიმართული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„არის რამდენიმე პირი, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა