ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ

ნახვები: 466 დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ

ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოვალურ კაბინეტში შემომიერთდა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსულიყო. შეხვედრა კანადის გუბერნატორმა ჯასტინ ტრუდომ მოიწვია, „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ომის დასრულების სურვილი ყველამ გამოთქვა.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე აშშ-სა და უკრაინას შორის „კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი დედამიწის ლითონების შეთანხმების“ მნიშვნელობა, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ ხელი ძალიან მალე მოეწერება! ეს გარიგება, რომელიც „ეკონომიკურ პარტნიორობას“ წარმოადგენს, უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელი ხალხი ათობით მილიარდი დოლარისა და სამხედრო აღჭურვილობის ხარჯებს აინაზღაურებს, ასევე, ეს უკრაინის ეკომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, მას შემდეგ, რაც ეს სასტიკი და ულმობელი ომი დასრულდება“, - წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ამავდროულად, მე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ომის დასრულებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების გარიგებების შესახებ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა