ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

"პატივი მივაგოთ გმირულად მებრძოლ ქვეყანას" - დღეს უკრაინის საელჩოდან მარში დაიგეგმა

ნახვები: 497 "პატივი მივაგოთ გმირულად მებრძოლ ქვეყანას" - დღეს უკრაინის საელჩოდან მარში დაიგეგმა

24 თებერვალს, 19 საათზე უკრაინის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა. როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების აღწერაშია აღნიშნული, შეკრების მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და იქ მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებაა.

საელჩოდან აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.

„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. მთელ მსოფლიოს ეგონა, კიევი 3 დღეში დაეცემოდა, თუმცა ის დღესაც, ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე მყარად დგას.

ამ ომის დასასრულზეა დამოკიდებული არა მარტო ევროპის ბედი, არამედ კონკრეტულად საქართველოს უსაფრთხოებაც. უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და ფარად უდგას პუტინის შემდგომ სამიზნეებს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი საქართველოა.

ქართული საზოგადოება ომის დაწყებისთანავე გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა როგორც პუტინის საზარელი ქმედებები, ასევე საქართველოს მთავრობის რეაქცია უკრაინის ომის მიმართ.

ამ ომის მნიშვნელობის შეგრძნება არ უნდა განელდეს.

შევიკრიბოთ 24 თებერვალს, 19 საათზე უკრაინის საელჩოსთან, პატივი მივაგოთ გმირულად მებრძოლ ქვეყანას და ამ ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ. ასევე, შეგიძლიათ 20:30-ზე შემოგვიერთდეთ ტარას შევჩენკოს ძეგლთან”, - წერია ღონისძიების აღწერაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა