ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე

ნახვები: 503 ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე

კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია „ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან“ თავდაცვის სფეროში.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე“.

მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ "ჩაერია" ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას "მკვეთრი და სამარცხვინო".

"ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში", - დასძინა მან.

ამასთან, მერცის თქმით, "ეს არის მისი პარტიის აშკარა გამარჯვება" და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენდეს.

მერცი ამბობს, რომ უნდა „შეიმუშაოს“ როგორ ჩამოაყალიბოს მთავრობა და სურს ერთი კოალიციური პარტნიორი და არა ორი.

მერცმა გაიმეორა, რომ ყოველთვის ამბობდა, არ აპირებს AfD-თან კოალიციაში შესვლას.

ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.

"დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, - განაცხადა მერცმა და დასძინა:

„ევროპა ელის, რომ ძალიან მალე გვეყოლება ძლიერი მთავრობა".

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა