უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

კელოგი: ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან, დადებითი დისკუსიები მქონდა

22.02.2025 ნახვები: 474

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, განხილვები ინტენსიური და პოზიტიური იყო.

"ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან ერთად. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის ნაომარ და მამაც ლიდერთან და მის ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად", – წერს კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე.

გენერლის შეფასება ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინის ლიდერმა აშშ-თან მტკიცე და რეალურად ქმედითი შეთანხმებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფრონტის ვითარებაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასა და უსაფრთხოების სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა