ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

„მე მას ვესაუბრე გენერალ კელოგთან ჩემი შეხვედრისა და უცხოელ ლიდერებთან ჩემი ბოლო სატელეფონო ზარების შესახებ. უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ - ერთიანი პოზიცია არის გასაღები სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.

„საფუძვლიანად განვიხილეთ ჩვენი შეხედულებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია და ჩვენ ერთად ვმუშაობთ მის მისაღწევად. ასე უნდა მუშაობდნენ ნამდვილი პარტნიორები. მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს ძლიერი - იმდენად ძლიერი, რომ რუსეთი ვეღარასოდეს ვერ დაესხას ვინმეს თავს და ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა