ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ემანუელ მაკრონი - ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის - თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება!

ნახვები: 478 ემანუელ მაკრონი - ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის - თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება!

ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირი ეთერში მაყურებლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი “რამდენიმე დღეში” შედგება.

კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის.

“მას ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩინეთის წინააღმდეგ იყო ანგარიშგასაწევი? თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება! ის მოიპოვებს უკრაინულ არმიას და ჩვენს აღჭურვილობას,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ეს “სტრატეგიული შეცდომა” იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი “სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს”, ვინაიდან “ყველაფრის გაკეთება შეუძლია”.

“ეს ბუნდოვანება კარგია ჩვენთვის და უკრაინისთვის. მაგრამ ეს ბუნდოვანება გამოყენებას საჭიროებს. ცუდი მხარე ის არის, რომ ის ბუნდოვანებას აჩენს მოკავშირეებში,” - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია.

“თქვენი აზრით, მას შეუძლია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი გაიქცა უსაფრთხოებისთვის?..

მეტი დემოკრატია გვსურს უკრაინაში გრძელვადიან პერსპექტივაში, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა მოიტანს. პრეზიდენტ ზელენსკის ასევე სურს დემოკრატია, ვინაიდან, მისი ნაყოფია,” - განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა