ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რადოსლავ სიკორსკი - მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა

ნახვები: 501 რადოსლავ სიკორსკი - მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა

მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პრიორიტეტზე საუბრისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს.

სიკორსკის თქმით, პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

“როგორც [ევროკავშირის საბჭოს] პრეზიდენტი ქვეყანა, ვზრუნავთ ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გაფართოების პროცესის სისწრაფესა და ხარისხზე. გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ბევრი კრიზისის დროს, რომლებიც ახლა მსოფლიოში ხდება, ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს.

პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ჩართულობის დონის შესაბამისი იქნება.

სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა