ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანტონიო კოსტა - გადავწყვიტე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე კიევში

ნახვები: 507 ანტონიო კოსტა - გადავწყვიტე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე კიევში

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები 24 თებერვალს კიევს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გადავწყვიტე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ“, - წერს ანტონიო კოსტა X-ზე.

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 24 თებერვალს კიევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესიც ეწვევა.

„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, - დაწერა სანჩესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა