ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცის პასუხი კითხვაზე: არის თუ არა უკრაინა ომის დაწყებაში დამნაშავე? - ეს ასე არ არის, ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას

ნახვები: 511 ოლაფ შოლცის პასუხი კითხვაზე: არის თუ არა უკრაინა ომის დაწყებაში დამნაშავე? - ეს ასე არ არის, ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში კითხვაზე, იზიარებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დამნაშავე უკრაინაა, შოლცმა უპასუხა: „ეს ასე არ არის. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას".

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის, როგორც პოტენციური წევრისთვის, კარს ღიას ტოვებს.

„უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შემთხვევაშიც, უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია.

„ამისთვის ჩვენ, ევროპაში და ჩვენი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორები ვიზიარებთ პასუხისმგებლობას“, - დასძინა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა