Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power
Russian forces lose 940 invaders in war against Ukraine in past 24 hours
Enemy strikes school in Chernihiv region with FPV drones
Occupiers in TOT Donetsk region push “military-historical tourism”
Hungarian opposition leader outlines approach to Moscow
Putin's trust rating drops 5% in Russia – ISW
Belarus covers budget shortfalls with Russian funds – intelligence
Yuliia Starodubtseva reaches first WTA final, finishes runner-up in Charleston

თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ - შევთანხმდით, რომ მოგონილ საგამოძიებო კომისიასთან აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს

19.02.2025 ნახვები: 483

უნდა გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ ითანამშრომლებს.

“პრეზიდენტმა მოგვახსენა, რა ხდებოდა მიუნხენში იმიტომ, რომ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს დასავლეთთან დალაგება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი - ეს აუცილებლად იქნება ცვლილების ერთ-ერთი კომპონენტი. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს. ეს არის ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ და ამას გარდა, ცვლილებას როგორ მივაღწიოთ, ეს განვიხილეთ.

ჩემი პოზიცია ის იყო, რომ მნიშვნელოვანია, აქცია გაგრძელდეს ქუჩაში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისგან გაგრძელდეს იზოლაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა