Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power
Russian forces lose 940 invaders in war against Ukraine in past 24 hours
Enemy strikes school in Chernihiv region with FPV drones
Occupiers in TOT Donetsk region push “military-historical tourism”
Hungarian opposition leader outlines approach to Moscow
Putin's trust rating drops 5% in Russia – ISW
Belarus covers budget shortfalls with Russian funds – intelligence
Yuliia Starodubtseva reaches first WTA final, finishes runner-up in Charleston

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

19.02.2025 ნახვები: 450

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

კელოგის თქმით, კიევში მისი ვიზიტი „პოტენციური მოლაპარაკებების კარგ შანსს წარმოადგენს“.

„ჩვენ მოვისმენთ. მზად ვართ იმის გამოყოფისთვის, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს მოსმენა წარმოადგენს. შემდეგ, მე აშშ-ში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გვესმის. დონალდ ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება და ხედავს, რა სახის ნგრევას აქვს ადგილი. ჩვენ ამის დასრულება გვსურს“, - განაცხადა კელოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა