ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი - ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“ - ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“

ნახვები: 467 დონალდ ტრამპი - ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“ - ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“

პრეზიდენტი ხალხის ნებას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად Fox News-ისთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.

ილონ მასკის განცხადებით, DOGE-ის მთავარი ფუნქცია იმის უზრუნველყოფაა, რომ „პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები რეალურად შესრულდეს“.

„პრეზიდენტი ხალხის არჩეული წარმომადგენელია, ამიტომ ის წარმოადგენს ხალხის ნებას და თუ ბიუროკრატია ებრძვის ხალხის ნებას და არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას განახორციელოს ის, რაც ხალხს სურს, მაშინ ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში და არა დემოკრატიაში“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მასკმა აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვება სისტემის გამოსწორების შესაძლებლობაა. ეს სისტემის გამოსწორებისა და დემოკრატიის ძალაუფლების აღდგენის შესაძლებლობაა“.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით კი, მედია მასსა და ილონ მასკს შორის კონფლიქტის წარმოქმნას ცდილობს.

„მათ სცადეს, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს. ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“. ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“. ეს მათ ძალიან ცუდად გამოსდით. ისინი იტყუებიან. ქვეყნისთვის ძალიან საშიშები არიან. მედია ძალიან ცუდია. როცა MSNBC-ის ვუყურებ, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან მტერსაც უნდა უყურო, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ასევე CNN-ი. PBS-ი ცუდია. Associated Press-იც ცუდია. CBS-ი საშინელია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა