ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის

ნახვები: 514 ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს სამუდამოდ არ დათმობს.

„იურიდიულად, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა დაბრუნდება. დღეს თუ არა, ხვალ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია.

„აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის. იმიტომ, რომ მათ უნდათ, მას ასიამოვნონ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჰეგსეტი „უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეს დეტალებს" და რომ ამისთვის მას დრო სჭირდება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ომის შესაძლო დასრულების შესახებ მოლაპარაკების პროცესიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამოირიცხოს.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ზელენსკიმ განაცხადა: „არ შეიძლება ეს უბრალოდ მოლაპარაკებების მაგიდიდან აიღო. არა მგონია, ვინმე დაინტერესებული იყოს ავღანეთი 2.0-ით."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა