ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე - ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში

ნახვები: 510 ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე - ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამას უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

„ამ მიზნით, ევროპელებს სურთ დააჩქარონ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის საკუთარი დღის წესრიგის განხორციელება. მუშაობა გაგრძელდება ევროკომისიის წინადადებებზე დაყრდნობით, როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენს თავდაცვაში განვითარებასა და ინვესტირებაში. ეს დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრულია 2022 წელს ვერსალის სამიტზე, უბრალოდ უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილებები, მოქმედებები, თანმიმდევრულობა. სწრაფად. ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში გავაგრძელებ“, - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა