ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცი - ნატო ეფუძნება ფაქტს, რომ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს

ნახვები: 447 ოლაფ შოლცი - ნატო ეფუძნება ფაქტს, რომ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპამ და აშშ-მ ყოველთვის ერთად უნდა იმოქმედონ. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და მოვალეობების განაწილება არ უნდა იყოს. ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ საუბარი ნაადრევია.

„მსგავსი წინადადებები სპეკულაციურია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ უსწრებს და უაღრესად უადგილოა“, - აღნიშნა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა