ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჟიგიმანტას პავილიონისი - ქართველი ერი არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“

ნახვები: 465 ჟიგიმანტას პავილიონისი - ქართველი ერი არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოპს ფარგლებში!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა: იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელთან, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონთან, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან, ლატვიელ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა