ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცი - უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება

ნახვები: 492 ოლაფ შოლცი - უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ.

„ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს“, - აღნიშნა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა