ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცი - ბუნდესტაგმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს

ნახვები: 463 ოლაფ შოლცი - ბუნდესტაგმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მის შედეგებს ევროპისთვის „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბუნდესტაგმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის სერიოზულ შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, აღარ მოხდება სხვა ამოცანების ხარჯზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი ან რა წყაროებიდან იქნება დაფინანსება. თუმცა, კვლავ ისაუბრა ეგრეთ წოდებული „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობების გახსნისთვის.

„საუბარია ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე პასუხის გადადება აღარ შეიძლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა