ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რიჰარდს კოლსი - 400 ხმით, ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

ნახვები: 507 რიჰარდს კოლსი - 400 ხმით, ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„400 ხმით, ევროპარლამენტარები გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ. რეზოლუცია მოითხოვს: საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს, არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას, სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას“, - წერს რიჰარდს კოლსი.

ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციას მხარი 400 ხმით დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა