ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მარკ რუტე - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც სჭირდება გამარჯვებისთვის

ნახვები: 521 მარკ რუტე - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც სჭირდება გამარჯვებისთვის

ჩვენ უნდა დავაყენოთ უკრაინა საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა შეხვედრისას განიხილეს თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების გაზრდა.

“იმისთვის, რომ სრულად მზად ვიყოთ ამ გეგმების შესასრულებლად, ასევე მომავალში, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო შესაძლებლობები და ამისთვის გვჭირდება მნიშვნელოვნად მეტი თავდაცვის ხარჯები, ასე რომ, დრო არ არის დასაკარგი. ჩვენი თავისუფლება და კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს მოკავშირეებმა „სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“ პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივა გაითვალისწინეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა სასტიკი აგრესიული ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი გზით.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და რომ უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება გამარჯვებისთვის. ცხადია, ჩვენ ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ერთმანეთთან, მათ შორის აშშ-სთან.”- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში წლის პირველი შეხვედრა გამართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა