ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა

ნახვები: 493 ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა

პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“შინაარსიანი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. დიდხანს ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე მშვიდობის მისაღწევად, განვიხილეთ გუნდების დონეზე ერთად მუშაობის ჩვენი მზაობა, უკრაინის ტექნოლოგიური შესაძლებლობები - მათ შორის დრონები და სხვა მოწინავე ინდუსტრიები. მადლობელი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისი ინტერესისთვის იმაში, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად.

ასევე ვისაუბრეთ სკოტ ბესენტთან [აშშ-ის სახაზინო მდივანი] ჩემს დისკუსიაზე და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რესურსების პარტნიორობაზე ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები.

უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით გავაკეთოთ ეს.

შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე და მომავალი შეხვედრების დაგეგმვაზე”, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა