ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თინა ბოკუჩავა - სათვალავი ამერია, სახელმწიფო გადატრიალებასა და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე რამდენი საქმე გვინახავს

ნახვები: 518 თინა ბოკუჩავა - სათვალავი ამერია, სახელმწიფო გადატრიალებასა და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე რამდენი საქმე გვინახავს

სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე - ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას.

ბოკუჩავა აღნიშნულ პროცესს „ცრუ გამოძიებას“ უწოდებს.

„მერამდენე ცრუ გამოძიება უნდა დაიწყოს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, დამოუკიდებელი მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და ერთეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ? 12 წელია ივანიშვილის რუსული რეჟიმის ოპოზიციაში ვარ და სიმართლე გითხრათ, სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე. აქ უბრალოდ სასაცილო ის არ არის, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და მისი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პოლიტიკური ინტერესის დაქვემდებარების პროცესში ჩამოანგრია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, სახელმწიფო ინსტიტუტები სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ ჰგავს, ყველა ემსახურება ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ინტერესებს - შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონთან, კანონის უზენაესობასთან და ზოგადად, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესთან, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა