ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მარგუს ცაჰკნა - საქართველო არ შევა ევროკავშირში ახლანდელი კურსით - მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

ნახვები: 494 მარგუს ცაჰკნა - საქართველო არ შევა ევროკავშირში ახლანდელი კურსით - მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით - თუ საქართველოს ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება "კრიზიდან გამოსვლის და ნდობის გზაა".

"სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს - სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას, ისევე როგორც საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული.

ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნები ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა.

თუ [საქართველოს] ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა