ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ

ნახვები: 505 ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ

თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების კაბინეტის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასმა“ გუშინ “შეთანხმება დაარღვია” თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებით, რომ “არ გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს”.

“თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ჩვენს მძევლებს შაბათის შუადღისთვის, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდებიან მანამდე, სანამ "ჰამასი" საბოლოოდ არ დამარცხდება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათს. შეთანხმების პირობების თანახმად, შაბათს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა, 10 თებერვალს „ჰამასმა“ ისრაელს შეთანხმების პირობების დარღვევა დააბრალა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მძევლების გათავისუფლებას წყვეტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა