ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური არაა

12.02.2025 ნახვები: 399

ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.

“არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა…

მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, [შანსი ექნებათ] მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესებთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14 თებერვალს იხსნება და მასზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან შეხვედრას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან გეგმავს შეხვედრებს, ისევე როგორც ამერიკელ სენატორებთან, თუმცა თავად ტრამპთან შეხვედრისთვის “თარიღი ჯერ არ არის”. ცნობისთვის, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ის “სავარაუდოდ” ზელენსკის შეხვდებოდა.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა