ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას გამოკითხულთა 67% უარყოფითად აფასებს - ISSA-ის კვლევა

ნახვები: 522 აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას გამოკითხულთა 67% უარყოფითად აფასებს - ISSA-ის კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს. მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა - 86.3%, ხოლო ნატოში გაწევრებას - 74.2%. ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა იმის, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%; საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალ რეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა