ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

"თბილისი ენერჯი" ვარაუდობს, რომ გაზსადენი "მესამე პირის" მიერ დაზიანდა

ნახვები: 519 "თბილისი ენერჯი" ვარაუდობს, რომ გაზსადენი "მესამე პირის" მიერ დაზიანდა

ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა - დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება,- ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.

“თბილისი ენერჯი” გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა. “თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯის" ცნობით, შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები.

გაზის მიწოდების აღდგენა კი 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

„გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს. ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.

გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - აღინიშნება ინფორმაციაში.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი ვაკე - საბურთალოს ამარაგებდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა