ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„საქართველოსთვის“ - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია

ნახვები: 503 „საქართველოსთვის“ - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია

გუშინ რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2023 წელს 49 წლით უკანონოდ გადაეცა, რუსეთის პირველი საჰაერო ბორტი სატესტო რეჟიმში დაჯდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას „ივანიშვილის რეჟიმი“.

პარტია დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს სათანადო შეფასება მისცენ.

„აღნიშნული ფაქტი, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ შელახვას, რაც ასევე არღვევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წესებს, რამდენადაც სოხუმის აეროპორტს ამ ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კოდი აღარ გააჩნია. შესაბამისად, დამატებით კითხვას აჩენს, სოხუმის აეროპორტისთვის ICAO-ს კოდების მინიჭება, რაც საქართველოს კოდით სარგებლობას არსებული სტატუს-კვოს ვითარებაში გამორიცხავს.

ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციში შეყვანას, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი სახელმწიფოს ავიახაზების პირდაპირი ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად გულგრილად გაატარა, ისე რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ამიტომ, მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.

ასევე მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სათანადო შეფასება მისცენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა