ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი - მომავალ კვირას სავარაუდოდ, ზელენსკის შევხვდები და პუტინთან ვილაპარაკებ - ამ ომის დასრულება მსურს

ნახვები: 512 დონალდ ტრამპი - მომავალ კვირას სავარაუდოდ, ზელენსკის შევხვდები და პუტინთან ვილაპარაკებ - ამ ომის დასრულება მსურს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და "სავარაუდოდ" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს", - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ "შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ".

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.

"ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა