ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

ნახვები: 504 დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გაამკაცროს , - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა New York Post-ს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების ხარისხი იმ კუთხით, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეკონომიკური ზეწოლა, 10-ქულიან შკალაზე, შესაძლოა, მხოლოდ სამი ქულით შეფასდეს.

კელოგის მტკიცებით, თავად აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები - როგორიცაა ისეთები, რომელთა სამიზნე რუსეთის მომგებიან ენერგო სექტორია - ნომინალურად ორჯერ მაღალია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა მათ გასამკაცრებლად.

პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასული კვირის ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა მრჩევლებთან და მთავრობის იმ წევრებთან, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე არიან ფოკუსირებული. კელოგის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორ უნდა გამოიყენონ ეროვნული ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომში მხარეები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, ძალადობა მეორე მსოფლიოს დონეს უთანაბრდება და სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპს სურს ეს მკვლელობები შეაჩეროს.

ამასთან, კელოგის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული საკუთარი ჯარების მასიური დანაკარგების თავიდან აცილებით.

”რუსეთისთვის ეს ერთგვარად დნმ-შია. თუ ისტორიას გადახედავთ, არასოდეს მოგინდებათ რუსებთან ბრძოლაში ჩართვა, რადგან ისინი ასე იბრძვიან. ისინი მიჩვეულები არიან. ვგულისხმობ, ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იყო დაეკარგა - და დაკარგა - 700 000 ადამიანი სტალინგრადის ბრძოლაში ექვს თვეში და თვალი არ დაუხამხებია. ამიტომ ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო. უნდა განახორციელო ეკონომიკური ზეწოლა, დიპლომატიური ზეწოლა, გარკვეული ტიპის სამხედრო ზეწოლა და ბერკეტები, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს მიდის იქით, საითაც გვსურს“,- განმარტა მან.

ამასთან, კელოგის თქმით, ომი არ დასრულდება რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის მოლაპარაკების გარეშე. მისი მტკიცებით, ბოლო კვირებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ შესაძლოა ღია იყოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობისთვის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ - როგორიცაა ნატო-ში გაწევრიანება ან ბირთვული შეიარაღება.

„ძალიან გულწრფელად რომ ვთქვათ, ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარემ უნდა დათმოს. ასეა მოლაპარაკებებში. ყველა დაეთანხმება? - არა. ყველასთვის მისაღები იქნება? - არა, მაგრამ ამ ბალანსის დაცვას უნდა შეეცადო“, - აღნიშნა კელოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა