ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აიათოლა ალი ხამენეი - თუ აშშ დაგვემუქრება, ჩვენც დავემუქრებით

ნახვები: 460 აიათოლა ალი ხამენეი - თუ აშშ დაგვემუქრება, ჩვენც დავემუქრებით

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები მის ქვეყანას დაემუქრება, ან განახორციელებს მოქმედებებს მის წინააღმდეგ, ირანი საპასუხოდ იმოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

„თუ ისინი დაგვემუქრებიან, ჩვენც დავემუქრებით. თუ ისინი განახორციელებენ ამ მუქარას, ჩვენც განვახორციელებთ ჩვენს მუქარას. თუ ისინი თავს დაესხმებიან ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენც უყოყმანოდ დავესხმებით თავს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხამენეიმ არმიის მეთაურებთან შეხვედრისას.

ამასთან, მისი მტკიცებით, ირანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება არაგონივრულია.

„ამერიკასთან მოლაპარაკება პრობლემას არ გადაჭრის. მტკიცებულება? - წარსული გამოცდილება!“ - აღნიშნა ხამენეიმ.

ამ კონტექსტში მან შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან 2010-იან წლებში გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„ასეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ შეიძლება, მასთან მოლაპარაკება არის არაგონივრული, არა ჭკვიანური“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა