ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯო უილსონი - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია ახალ არჩევნებზე მუშაობა

ნახვები: 527 ჯო უილსონი - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია ახალ არჩევნებზე მუშაობა

საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ.

„ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” - განაცხადა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა