ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

“შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეზე

ნახვები: 499 “შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი წეროძემ პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეზე მიმართავს. ის პროკურატურას მოუწოდებს ბრალდების შერბილებისკენ.

“მზია ამაღლობელისთვის.

ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან, ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

შეარბილეთ ბრალდება.

თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა. (ასეა არა მარტო მზია ამაღლობელისთვის).

დაუთმეთ ადგილი სასამართლოს.

გახსოვდეთ, ყველა, ვინც ქრისტეს მოსვლამდე მიიტაცებს სასჯელის გამოტანის უფლებას – არის ანტიქრისტე. მორწმუნისთვის ეს დამღუპველია. ქრისტიანისთვის დამღუპველია იცოდეს სიკეთის კეთება და ვერ/არ აკეთოს, იცოდეს რომ ცოდვას სჩადის და არ გადაიფიქროს. ის ვისაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა და ის რომ ღმერთი ახლა ჩვენს შორის არის – სანქციებისა არ იყოს, მშრალი გამოვა წყლიდან.  აი, ღმერთის მოყვარულს კი გაუჭირდება. იმიტომ რომ იცის – ცოდვას სჩადის, შურს იძიებს, იტაცებს სასამართლოს ფუნქციას და ღმერთის ხმას მაინც უგულებელყოფს.

ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა ან ეპისკოპოსმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება. ეს შეუძლია ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს და ასევე მეც, დეკანოზ გიორგი წეროძეს. 1პეტ 2:6-10: ” თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.”

ვისაც ღმერთი უყვარს – შემოგვიერთდით”, – წერს დეკანოზი.

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა