დონალდ ტრამპი ირანზე - მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება - არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება
The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს

ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს

19.12.2024 ნახვები: 483

ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს.

ამ თემაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ; „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა; პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ და „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ.

როგორც  „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, მისიამ  უნდა შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც „რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“.

„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს, ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე – შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. წერილს თან ახლავს საია-ს რეპორტი, სადაც ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს, შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები”, – თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა