ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კახა ოქრიაშვილი - თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

ნახვები: 535 კახა ოქრიაშვილი - თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნეიშენ ჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება - იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა.

დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

მსურს, 2025 წელს გაიმართოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. შედეგად, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დამშვიდდეს და ჩამოვყალიბდეთ სამართლიან საზოგადოებად, სადაც ადამიანი არ იჩაგრება და აქვს ღირსეული ანაზღაურება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა