ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

„რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები პარლამენტთან მსვლელობით მიდიან

08.12.2024 ნახვები: 452

მედიის მხარდამჭერ აქციაზე „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მიდიან. რუსთაველის გამზირზე გზა ნაწილობრივაა გადაკეტილი.

აქციის მონაწილე ჟურნალისტები და ოპერატორები ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად არიან შეკრებილი.

ისინი სკანდირებენ: „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“.

პარალელურად მათ მოქალაქეები მანქანებიდან სიგნალებითა და შეძახილებით ამხნევებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს დაშავდნენ.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა